Sunday, November 3, 2013
დღე 4
31.X.2013
დღევანდელი დღე დაეთმო პროგრამა eTwinning Plus-ის ინფორმაციულ პორტალს.განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ პარტნიორების მოძიება,მათთან დაკავშირება და ჩართვა პროექტებში ინტერნეტ სივრცეში.შემდეგ შევისწავლეთ მასალების ბლოგებზე ატვირთვა.სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გაიმართა ვახშამი,რომელიც ლამაზი სიურპრიზით დამთავრდა-სასტუმროს ადმისნისტრაციამ ლამაზი ტორტი გვისაჩუქრა.ბოლოს კი ტრეინინგის საკონფერენციო დარბაზში ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.დიდი მადლობა ტრეინინგის ორგანიზატორებს გაწეული ნაყოფიერი მუშაობითვის.
დღე 3
30.X.2013
დღევანდელი დღე დაეთმო პროექტის მიზნებს, კერძოდ თანამშრომლობითი პროექტების განხილვას.ვისაუბრეთ რა სარგებლობა მოაქვს ასეთი სახის პროექტებს მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის,ასევე ავღნიშნეთ რა სახის საფრთხეებმა შეიძლება იჩინოს თავი პროექტზე მუშაობის დროს და მათი დაძლევის გზები,განვიხილეთ ევროკავშირის საკვანძო კომპეტენციები.როგორ უნდა მოხდეს კომონიკაცია მუშაობისა და შედეგების წარდგენისას.გავაკეთეთ სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობა.ასეთი ნაყოფიერი და დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ტრეინიგის მონაწილეებმა მოავწყვეთ ეკსკურსია პრომეთეს მღვიმეში,რომელმაც თავისი სილამაზით ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
დღე 2
29.X.2913
დღეს შევაჯამეთ პირველი დღის საქმიანობა და განვაახლეთ მუშაობა საინტერესო თემებით.განვიხილეთ განსხვავება შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს შორის.ასევე ვისაუბრეთ იდეების გაზიარების,გავრცელების გზებსა და ინსტრუმენტებზე.განვიხილეთ საგანმანათლებლო პროექტის დანიშნულება,მისი ეტაპები,რა ფუნქციები აქვთ პროექტის ფასილიტატორსა და მონაწილე მასწავლებლებს,თუ როგორ უნდა მოვახდინოთ პარტნიორის მოზიების გზები და ფორმები,სად შეიძლება განთავსდეს პროექტის შედეგები და ბოლოს მოვიყვანეთ რამოდენიმე პროექტის მაგალითი და შემდეგ ჯგუფებში ვიმუშავეთ საკუთარი პროექტების შექმნაზე.სამუშაო დღე იყო საკმაოდ აქტიური და დატვირთული მრავალფეროვანი აქტივობებით.
Thursday, October 31, 2013
დღე 1
28 ოქტომბერს გავემგზავრე ქალაქ წყალტუბოში,სასტუმრო Tskaltubo Spa Resort,სადაც ჩატარდა eTwinning Plus პროგრამასთან დაკავშირებული ტრეინინგები,რომელიც ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა.პირველი დღე დაეთმო სემინარის გახსნას,eTwinning Plus პროგრამის წარდგენას,შემდეგ მონაწილეთა ჯგუფებად დაყოფას და არსებულ ჯგუფებში სხვადასხვა სახის სამუშაობების შესრულებას.განვიხილეთ შემდეგი თემები:სასწავლო პროექტების ძირითადი დანიშნულება და მახასიათებლები,პროექტების გამოცდილების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები,შევასრულეთ სხვადასხვა ინტერაქტიული დავალებები და ბოლოს მოვახდინეთ დღის განმავლობაში განხორცილებული სამუშაოს შეჯამება და შეფასება.
Subscribe to:
Comments (Atom)


